← სიახლეებზე დაბრუნება

სასკოლო კონფლიქტების მართვის ტრენინგი

9 ნოემბერი, 2026

სასკოლო კონფლიქტების მართვის ტრენინგი

სკოლა-ლიცეუმ „პრომეთეში“ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ხელშეწყობის მიზნით სასკოლო კონფლიქტების მართვის ტრენინგი ჩატარდა.

საგანმანათლებლო ინიციატივების ქართული ასოციაციის (SIQA) ტრენერებმა, ცირა თავშავაძემ და გიორგი თვალიაშვილმა, პედაგოგებს კონფლიქტების პრევენციის, ადრეული ამოცნობის, ეფექტური კომუნიკაციისა და დაძაბული სიტუაციების კონსტრუქციული მართვის სტრატეგიები გააცნეს.

ტრენინგის ფარგლებში განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო კონფლიქტის გამომწვევი მიზეზების გაანალიზებას, აქტიური მოსმენის ტექნიკას, ემოციური რეაქციების მართვასა და რთული კომუნიკაციური სიტუაციების გადაჭრის გზებს.